პუტინის ომი უკრაინაში

02 დეკემბერი 2023, 11:50 542 ნახვა

ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით გასულ ღამეს აგრესორის მიერ გაშვებული შაჰედის ტიპის 11 დრონიდან 10 გაანადგურეს. გენშტაბის ცნობით გასულ დღეს 82 შეტაკება მოხდა, მტერმა 71 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ლიმანის მიმართულებით კი უკრაინის დამცველებმა მტრის 6 შეტევა მოიგერიეს.

ზაპოროჟიეს მიმართულებით მტერმა 11 წარუმატებელი შეტევა სცადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ისინი დაკარგული პოზიციების აღდგენას ცდილობენ. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით 2024 წელი უკრაინული სცენარი უნდა იყოს.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ იქნება კონკრეტული ოპერაციები კონკრეტული დასაბუთებით, რომელიც უკრაინას მკაფიო შედეგებს მისცემს.

დაამატა რომ კომპლექსური საკითხები სამხედრო ხელმძღვანელობამ უნდა შეიმუშაოს, რომელიც შემდეგ თავდაცვის სამინისტროს დასამტკიცებლად წარედგინება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი