ბათუმში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი ჩატარდება. 3-5 დეკემბრამდე მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების უცხოელი შეფები და რესტორატორები ერთად გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ, ადგილობრივი შეფებისთვის კი კერძების მომზადების მასტერკლასებს ჩაატარებენ. ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადება.
„გასტრო ბათუმი“ რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით ტარდება.