საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საგარანტიო ვადის დასრულების გამო, მიმდინარეობს დეპარტამენტისთვის პროექტით შესრულებული სამუშაოების გადაბარების პროცესი.
მათივე ცნობით, გზაზე დაწესებული შეზღუდვის განმავლობაში, ავტოტრანსპორტი ძველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ55 მონაკვეთის გავლით იმოძრავებს.
"2023 წლის 27 ნოემბრის 14:00 სთ-იდან 9 დეკემბრამდე დაგეგმილია ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
აღნიშნულის გამო, 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გეგმური ინსპექტირება და შესაბამისი ღონისძიებები კონტრაქტორი კომპანიის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პერიოდის ფარგლებში ჩატარდება.
გზაზე დაწესებული შეზღუდვის განმავლობაში, ავტოტრანსპორტი ძველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ55 მონაკვეთის გავლით იმოძრავებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.