ენ-ბი-ეის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში „ორლანდო მეჯიქმა“ „შარლოტ ჰორნეტსს“ უმასპინძლა და 130:117 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ცენტრი „ორლანდოს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო. გოგა ბითაძემ 20 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.
ეს იყო „ორლანდოს“ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მიმდინარე სეზონში.
ამ მაჩვენებლით ის აღმოსავლეთის კონფერენციაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს „მილუოკისთან“.