იტალიის ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად აუტსაიდერ „ ბრინდისის“ ესტუმრა და 75:83 დამარცხდა.
ბრინდისელთა გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა კამერუნელი ბაიეჰეს კარგმა თამაშმა, რომლის მონაგარი 25 ქულა და 10 მოხსნა იყო. შენგელიას დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. მან 25 წუთში 14 ქულა, და 9 მოხსნა მოაგროვა.
„ვირტუსს“ იტალიის ჩემპიონატში ცხრა ტურის შემდეგ შვიდი მოგება აქვს და პირველობას იყოფს გიგა ჯანელიძის „ვენეციასთან“, რომელმაც „რეჯო ემილია“ 90:70 დაამარცხა. ჯანელიძემ სამი წუთი ითამაშა.