საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა

27 ნოემბერი 2023, 10:19 663 ნახვა

საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთის წარმომადგენელი Zoé Clauzure გახდა. მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით კი, საქართველო მე-14 ადგილზე გავიდა.

საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან, ირლანდიისგან, სომხეთისგან, პორტუგალიისგან, იტალიისგან და გერმანიისგან.

ონლაინ ხმებით კი საქართველომ 53 ქულა მიიღო, ჯამში 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.

საქართველოს სახელით მაყურებლის წინაშე პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი წარდგნენ.

საბავშვო ევროვიზია 2023 საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი