„განდაგანა“ - ასე ჰქვია სოფლის ტურიზმის ფესტივალს, რომელიც ამ წუთებში ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს საშუალება გაქვთ, გაეცნოთ მთიანი აჭარის კულტურას, კულინარიას, ტრადიციებსა და რეწვის დარგებს.
ფესტივალის სტუმრების განწყობაზე კი ადგილობრივ ფოლკლორული ჯგუფები და მოწვეული ბენდები იზრუნებენ.