"ლეოგრანდის" ტრაგედიამ შეცვალა ჩვენი ქალაქის ცხოვრება, კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს - თორნიკე რიჟვაძე

24 ნოემბერი 2023, 13:05 558 ნახვა

"ლეოგრანდის" ტრაგედიამ შეცვალა ჩვენი ქალაქის ცხოვრება, კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წერს სოციალურ ქსელში.

"სასტუმრო ,,ლეოგრანდში” მომხდარი ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. ამ ტრაგედიამ შეცვალა ბათუმი და ჩვენი ქალაქის ცხოვრება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ბათუმელებს, საზოგადოებას", - წერს თორნიკე რიჟვაძე.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო “ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე იყო. ცხრამეტმა პირმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი