საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში „ბათუმი“ „რაშს“ უმასპინძლებს 

24 ნოემბერი 2023, 09:31 368 ნახვა

დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში „ბათუმი“ თბილისის „რაშს“ უმასპინძლებს.

ბუბა ბერიშვილის შეგირდებს ამ დროისთვის სამი მოგება და ორი მარცხი აქვთ და სატურნირო ცხრილში რვა ქულით მერვე ადგილზე იმყოფებიან. მისი მეტოქე კი ექვსი ქულით ცხრილის ბოლოსწინა პოზიციაზეა.

მატჩი ბათუმის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში