სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება აშშ-სა და კანადის დამაკავშირებელ ხიდზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები. ძლიერი ცეცხლი გაჩნდა ცისარტყელას ხიდზე მას შემდეგ, რაც მასზე მოძრავი ავტომობილი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად დაიღუპა მძღოლი და მგზავრი, დაშავდა აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ოფიცერი.
წინასწარმა გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა ტერორისტული თავდასხმის კვალი ნიაგარას ჩანჩქერთან, ცისარტყელას ხიდზე მომხდარ ინციდენტში - განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოჩულმა.
ამ დროისთვის ტერორისტული თავდასხმის ნიშანი არ არის - განუცხადა ჰოჩულმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე. ავტომობილი ხიდზე ოთხშაბათს დილით აფეთქდა, რის გამოც ხელისუფლებამ დახურა ეს სასაზღვრო გადასასვლელი და კიდევ სამი სხვა დასავლეთ ნიუ-იორკსა და სამხრეთ ონტარიოს შორის.