ფიბა ევროპის თასის მეექვსე ტურში თსუ-მ იტალიურ ვარეზეს უმასპინძლა და 13 ქულის სხვაობით 81:94 წააგო.
თსუ-ს მხრიდან 10 და მეტი ქულა ოთხმა კალათბურთელმა დააგროვა: რატი ანდრონიკაშვილმა - 20 ქულა, კახა ჯინჭარაძემ - 18 ქულა, ალექსანდრე ფევაძემ - 12 ქულა და ნიკოლა ვუიოვიჩმა - 10 ქულა და 13 მოხსნა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობა ერთი მოგებითა და ხუთი მარცხით დაასრულა.