დილიდან მიმდინარეობს მეწყრების გაწმენდითი სამუშაოები ქედაში. მიწის მასამ საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდა ზვარე- ზედა ზვარის,მეძიბნა- გარეტყის,ცხემნა -ორცვის,ქედა- ზედა აქუცის,ოქტომბერი- კუჭულა- ინაშარიძეებისა და კოკოტაური- ნაქერალის მიმართულებით. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 10 ერთეული ტექნიკა დილიდან ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს. დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლის ინფორმაციით, ცალმხრივად მოძრაობა ყველა მიმართულებით დასაშვებია. გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდება და დღის ბოლომდე დასრულდება.