„მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობა“ - მინისტერიალი ამ თემაზე ბუდაპეშტში მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.
ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის“ პროექტის მნიშვნელობაზე რეგიონული ენერგო-უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პროცესში.
მინისტერიალი საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა.