რუსთავი ორის საქმეს პრემიერ მინისტრი ორ კერძო სუბიექტს შორის დავად აფასებს. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილისადმი ევროპარლამენტარების მიმართვას, პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია და წერილის შინაარსი იცის. „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, კვირიკაშვილი ამბობს, რომ პროცესი ჩვეულებრივ გრძელდება.