ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს კრეტაზე.
საბერძნეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულები 37 და 32 წლის არიან, რომლებმაც 11 აპრილიდან 17 აგვისტომდე კუნძულზე ძვირადღირებული სახლები გაძარცვეს, რის შედეგადაც 100 ათას ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს.
უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება.