„გამომყევი აჭარაში“ –შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანია დასრულდა. ორი თვის განმავლობაში ქართველი ბლოგერები, მოგზაურები, ინფლუენსერები, ფოტოგრაფები და ცნობილი სახეები აჭარაში მოგზაურობდნენ, საინტერესო კონტენტს ქმნიდნენ და გამომწერებს უზიარებდნენ. დღეს გაირკვევა ვინ გახდება სოლიდური პრიზის 100 000 ლარის მფლობელი. დაჯილდოების ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილიდან ვრთავთ სოფო მაკარაძეს.