უხვი ნალექის შედეგად ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერული პროცესები განვითარდა

17 ნოემბერი 2023, 12:21 882 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთში პრობლემები შეიქმნა. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში კი მეწყერული პროცესები განვითარდა.

მეწყერული პროცესები განვითარდა: სოფელ სახალვაშოში, ხალის ადმინისტრაციულ ერთეულში, დაბა ჩაქვში, ბობოყვათი-დაგვას დამაკავშირებელ შიდა გზებზე და ქაქუთის ადმინისტრაციული ერთეულში, სადაც საავტომობილო გზების 6 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.

როგორც აჭარის საავტომობილო გზების წარმომადგენელი ამბობს, მეწყერი შიდა სასოფლო საავტომობილო გზებზე ჩამოწვა, რომლის ნაწილი უკვე გაწმენდილია. მასშტაბური მეწყერული კერები არ ყოფილა, თუმცა დილიდან რიგ ადგილებში მოძრაობა შეზღუდული იყო, რომელიც აღდგენილია.

ქალაქის ტერიტორიაზე კი მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც კვლავ დაიტბორა  ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. დღეს, მოვაჭრეები ქობულეთის მერთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ და  დახმარება სთხოვეს. 

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის სალიკვიდაციო კომისია უკვე შექმნილია. მერიის შესაბამისი სამსახურები კი ვითარებას ადგილზე სწავლობენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში