„დინამო“ ბათუმისა და „თელავის“ მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება

16 ნოემბერი 2023, 20:51 827 ნახვა

24 ნოემბერს "დინამო" ბათუმი ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში "თელავს" უმასპინძლებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეჟიმში რეალიზაცია biletebi.ge - ზე 17 ნოემბრიდან დაიწყება.

სტადიონის სალაროებში კი ბილეთები 21 ნოემბრიდან გაიყიდება.

ბილეთის ფასი 5,10 და 15  ლარია. VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 25 ლარს შეადგენს.

„დინამო“ ბათუმისა და „თელავის“ მატჩი „ბათუმი არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 33 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს „დინამო“ ბათუმი 70 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო "თელავი" 34 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში