უსახლკაროთა სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა , აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ თავშესაფარი არ გააჩნიათ და სახელმწიფო პროგრამებს ვერ აკმაყოფილებენ რომ თავშესაფარი მიიღონ. ამბობენ, რომ სახელმწიფო როგორც უსახლკაროთა სტატუსის მქონეებს არ აღიარებს , ასეთი კატეგორიის ოჯახების კი აჭარაში 3 ათასს აჭარბებს. აქციის მონაწილეებმა დღეს ვარდების სკვერიდან აჭარის უმაღლეს საბჭომდე აქცია მსვლელობით გადაინაცვლეს და ამ ფორმით უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარისგან საქართველოს პარლამენტში შუამდგომლობა მოითხოვეს. ერწყმებიან, რომ სტატუსის მიღების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართეს, თუმცა კანონში ცვლილებაზე და სტატუსის მიღებაზე უარი მიიღეს. აქციის მონაწილეებს დღეს უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე შეხვდა და შუამდგომლობას დაჰპირდა , თუმცა საზოგადოებრივი მოძრაობა „ ფუხარას ხმის „ წევრები უმაღლეს საბჭოს ეზოში საპროტესტო აქციებს ყოველ ხუთშაბათს სამ საათზე აანონსებენ .