საქართველოს სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა თსუ-მ ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოსწინა ტურის მატჩი სტუმრად კვიპროსში, ადგილობრივი კერავნოსის წინააღმდეგ ჩაატარა და 5 ქულის სხვაობით 84-79 დამარცხდა. მოედანზე ყველაზე შედეგიანი ქართული გუნდის ფორვარდი კახა ჯინჭარაძე იყო, რომელმაც თამაში 28 ქულით დაასრულა.
15 ქულა ჩააგდო თსუ-ს სერბმა ცენტრმა ნიკოლა ვუიოვიჩმა. 13 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი იყო გიორგი ცინცაძის ანგარიშზე, ხოლო რატი ანდრონიკაშვილმა 8 ქულა, 5 მოხნა და 10 პასი მიითვალა.
საქართველოს ჩემპონი, რომელსაც 1 მოგება და 4 მარცხი აქვს, ევროპის თასის პირველ ჯგუფში ბოლო, მეექვსე შეხვედრას 22 ნოემბერს, შინ იტალიურ ვარეზესთან ჩაატარებს.