პროკურატურას დეკანოზის ადვოკატები უნდობლობას უცხადებენ. უწყების მიერ დღეს გასაჯაროებული მტკიცებულებები, მათი განცხადებით, დამონტაჟებულია. გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ ამის მიუხედავადაც კი, გამოქვეყნებული მასალებიდან არ ჩანს დეკანოზის ბრალეულობა. ამ ეტაპზე პროკურატურის მტკიცებულებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, საპატრიარქოს იურისტს.