მიწის დაკანონების მოთხოვნა

15 ნოემბერი 2023, 18:16 647 ნახვა

მწვანე კონცხზე მცხოვრები 52 ოჯახი ბერიძეების საგვარეულო მიწის დაკანონებას ითხოვს. მათი ინფორმაციით,ტერიტორია მათ წინაპრებს 1953 წელს სახელმწიფომ ჩამოართვა,თუმცა არსებობს საარქივო დოკუმენტები ,რომლითაც დასტურდება ,რომ ნაკვეთი ბერიძეების საკუთრება იყო.როგორც ბერიძეები ირწმუნებიან,ამჟამად ტერიტორია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკონომიკის სამინისტროსგან მუდმივ სარგებლობაში აქვს გადაცემული,რის გამოც მიწას ვერ იკანონებენ, თუმცა ამბობენ, რომ მიწის ნაწილი სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მათთვის გაურკვეველი გზით დაიკანონა.ბერიძეები აცხადებენ, რომ მიწის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მის დაკანონებას სახელმწიფო უწყებები სპეციალურად უშლიან ხელს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი