ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების სკეიტ და როლერ პარკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 4800 კვ.მ ფართობზე განთავსდება. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სკეიტ მოედანზე მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და ბულვარის დირექტორთან ლაშა მიქელაძესთან ერთად დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასასვენებელი სივრცეების, მაყურებელთა ტრიბუნების, განათების სისტემის მოწყობა. უკვე დასრულდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა და ამჟამად, მიმდინარეობს დეკორატიული თაღებისა და დასასვენებელი სივრცეების მშენებლობა.