ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ინციდენტზე ვისაუბრეთ - რუსეთის საგარეო უწყება 

15 ნოემბერი 2023, 14:44 583 ნახვა

რუსეთის საგარეო უწყება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გალუზინმა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, „საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლოდროინდელ ინციდენტზე“ ისაუბრეს.

„საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებული ბოლო ინციდენტის გათვალისწინებით, აქცენტი გაკეთდა ოფიციალურ თბილისთან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდმარეების უფრო ენერგიული მუშაობის საჭიროებაზე, რათა საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა ზონაში ახალი გამწვავებების თავიდან აცილება მოხდეს.

ადგილზე უსაფრთხოების გაძლირებისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში, რუსულმა მხარემ კვლავ გაამახვილა ყურადღება ერთი მხრივ, თბილისს და მეორე მხრივ – სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთახმების შემუშავების მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე შემდგომი დემარკაციით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი