ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ჰუმანიტარული გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ და კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავებამ, კიდევ ერთხელ აჩვენა მიმდინარე უკანონო ოკუპაციის უმძიმესი გამოვლინება და შედეგები.
შეხვედრის მონაწილეებს მიმართა ასევე საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.