25-26 ნოემბერს, ბათუმი ტრადიციულ ფესტივალს „განდაგანას“ უმასპინძლებს. ორი დღის განმავლობაში ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის ნიმუშებით იქნება წარმოდგენილი. ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.