თეთრი სახლის განცხადებით, ისრაელი იზიარებს ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციას იმის შესახებ, რომ ღაზის საავადმყოფოებში შეიარაღებული დაპირისპირების ადგილი არ უნდა იყოს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ საავადმყოფოებისთვის საწვავის მიწოდებაზე მზადყოფნაც გამოთქვა, რათა მათი მუშაობის გაგრძელება უზრუნველყონ. მისი თქმით, ისრაელის მთავრობა აქტიურად მუშაობს მძევლების გათავისუფლების მიზნით გრძელვადიანი პაუზების გადაწყვეტილების მისაღებად.