"მიმდინარე კვირაში ჩვენ ევროსაბჭოსთვის გავეცით რეკომენდაცია, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“ - ევროკომისია სოციალურ ქსელში საქართველოსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
კომისია წერს, რომ საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რათა გააძლიეროს ჩართულობა ევროკავშირთან და გაზარდა რეფორმების ტემპი ბოლო თვეებში.