პუტინის ომი უკრაინაში

12 ნოემბერი 2023, 10:15 613 ნახვა

ოკუპანტი აგრძელებს იერიშებს უკრაინის ქალაქებზე. ხერსონის დაბომბვისას დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი. იერიშის შედეგად დაზიანდა  საცხოვრებელი სახლები. უკრაინის გენშტაბის ცნობით გასულ დღეს ფრონტის მთელ ხაზზე 80 შეტაკება მოხდა.

ოკუპანტის ყველაზე მაღალი აქტივობა მარინკისა და ავდეევკის მიმართულებით შეინიშნება.

გენშტაბის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა მტრის 10 შეტევა მოიგერიეს.

უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ თავდაცვის ძალები ხერსონსა და რეგიონზე თავდასხმებს უპასუხებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი