ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ დონის როსტოვში ჩავიდა, სადაც სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი მოინახულა.
რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ მოხსენებები მოისმინა და სამომავლო გეგმებსაც გაეცნო.
პუტინთან ერთად თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იმყოფებოდნენ.