14 კურსდამთავრებულს სერთიფიკატი გადაეცა

09 ნოემბერი 2023, 14:14 733 ნახვა

სერთიფიკატები გადასცეს დღეს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის პროფესიული გადამზადების პროგრამის მონაწილეებს. პროგრამა სამთვიანი იყო და ის  ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შექმნა. სულ 14 ადამიანი გადამზადდა.

მათ მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა აგრარულ კულტურებში გავრცელებული  დაავადებებისა და მავნებლების მართვისა და პრევენციის კუთხით. გადამზადების მსურველებს მოეთხოვებოდათ შესაბამისი, პროფესიული განათლება, თუმცა ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების საშუალება ასევე ჰქონდათ  ფერმერებსაც, რომლებიც სოფლის მეურნების სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებენ.

სერთიფიკატების გადაცემა ოფიცილურ გარემოში მოეწყო და მას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროგრამის ადგილობრივი და ამერიკელი პარტნიორები ესწრებოდნენ.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი