ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს მიერ გაწეული მუშაობის აღიარებაა, მოუთმენლად ველოდები საბოლოო გადაწყვეტილებას - ილია დარჩიაშვილი

08 ნოემბერი 2023, 16:20 547 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობის აღიარებაა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველომ აჩვენა თავისი ძალა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება.

„გილოცავ, საქართველო. ევროკომისიამ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა. ეს არის აშკარა აღიარება საქართველოს მიერ ამ მნიშვნელოვან გზაზე გაწეული ინტენსიური მუშაობისა. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, ერთიანობა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება. მოუთმენლად ველოდები საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში“, – წერს ილია დარჩიაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი