ხვალ დილის 6 საათიდან ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ოზურგეთის აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეგეზღუდებათ. მიზეზი, როგორც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ამბობენ სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
კომპანია სოკარმა აბონენტებს ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უკვე გაუგზავნა.
გაზის მიწოდება მოსახლეობისთვის 10 ნოემბრის 13 საათიდან დაიწყება და 11 ნოემბერს დღის ბოლომდე გაგრძელდება.
სოკარი აფრთხილებს მოსახლეობას დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და აირის ონკანები ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.