ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს პროკურატურას, დაიცვას დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საფუძველს მოკლებულია პროკურატურის განცხადებები, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და აფერხებს ჩვენების მიცემას. ეკა ლომიძის ინფორმაციით, ბრალდებულის განმარტებით, მას აქვს საფუძვლიანი შიში, რომ მის ოჯახს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ამდენად, დამატებით კითხვებზე, რაც კონკრეტულად მის ბრალდებას ეხება, მხოლოდ მას შემდეგ უპასუხებს, რაც ოჯახის უსაფრთხოება იქნება დაცული.