9 ნოემბრიდან 11 ნოემბრამდე ბუნებრივი აირი გაითიშება

07 ნოემბერი 2023, 20:53 1070 ნახვა

9 ოქტომბერს დილის 6 საათიდან ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურში აბონენტების დიდ ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. მიზეზი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოებია. როგორც კომპანია სოკარში აცხადებენ, აბონენტებმა ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უკვე მიიღეს. როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული გაზის მიწოდება მოსახლეობისთვის 10 ოქტომბრის 13 საათიდან დაიწყება და 11 ნოემბერს დღის ბოლომდე გაგრძელდება. სოკარი აფრთხილებს მოსახლეობას დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და აირის ონკანები  ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში