ოდისეი დიმიტრიადის ქ. #15-ში არსებული სპორტული მოედნისა და საბავშვო ატრაქციონების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. უკვე დასრულდა სარემონტაჟო სამუშაოები, სრულად განახლდა გარეგანათების სისტემა, დაიგო ბორდიურები და დეკორატიული ფილები, მოეწყო ტრიბუნა და პანდუსი. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და განთავსდება საპარკო ინვენტარი. სამუშაოები მომდევნო წლის მაისის ბოლომდე დასრულდება, რომლის ღირებულებაც 428 ათას ლარს აღემატება. მიმდინარე სამუშაოები ბათუმის ვიცემერმა ლევან დავითაძემ და საკრებულოს წევრმა ზურაბ ნაკაიძემ დაათვალიერეს.