"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, დეტალებს ვერ მოგახსენებთ, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური აუცილებლად გაავრცელებს. გამოკითხულია ძალიან ბევრი მოწმე“, - ამის შესახებ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვალერი თელიამ განაცხადა.
იგი სოფელ კირბალში ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში იმყოფებოდა.
თელიას განცხადებით, თამაზ გინტურის ავტომობილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგას და ჯერჯერობით მანქანამდე არ მისულან.
„ჯერჯერობით ჩვენ მანქანამდე არ მივსულვართ, მანქანა დგას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და როგორც კი გვექნება ავტომანქანასთან მისვლის, დათვალიერების საშუალება, ამის შემდეგ მოგახსენებთ. გამოძიება მიმდინარეობს და ძალიან მალე დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ“, - განაცხადა ვალერი თელიამ.
კითხვაზე, არის თუ არა რაიმე სიახლე რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ლევან დოთიაშვილთან დაკავშირებით, თელიამ უპასუხა, რომ ჯერჯერობით არაფერი.