ჭაბუკთა „ა“ ლიგის პირველი წრე ბათუმელმა მორაგბეებმა მოიგეს

07 ნოემბერი 2023, 10:05 842 ნახვა

ჭაბუკთა „ა“ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის პირველი წრე „ბათუმმა“ მოიგო. თენგიზ გოგიბერიძის შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის პირველი ნახევარში შვიდივე შეხვედრა მოიგეს და 32 ქულა დააგროვეს. „ბათუმი“მეორე ადგილოსან „აიას“ სამი ქულით უსწრებს.

ჩემპიონმა „ლელომ“ კი უშუალო კონკურენტებთან ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და მესამე ადგილზეა.

ჩეხეთში გასამართი 18-წლამდელთა ევროპირველობის გამო, ჭაბუკთა „ა“ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მორიგი, მერვე ტურის შეხვედრები 24-26 ნოემბერს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში