ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ სახმელეთო ჯარებმა ღამით დაიპყრეს „ჰამასის“ დასაყრდენი პუნქტი და დაარტყეს ტერორისტული ჯგუფის 450 ობიექტს, მათ შორის სადამკვირვებლო პუნქტებს, საწვრთნელ მოედნებს და მიწისქვეშა გვირაბებს.
სადამკვირვებლო პუნქტების აღებისას ისრაელის არმიამ „ჰამასის“ რამდენიმე საველე მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინა. დაღუპულია „ჰამასის“ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი ჯამალ მუსა.
ისრაელის არმიამ დაასრულა ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა. ამის შესახებ განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ. მან მიმდინარე პროცესს უწოდა „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ იერიშების გასაძლიერებლად რადიკალური პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც აკონტროლებს ღაზის სექტორს.