ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს გონიოს მოსახლეობის სარჩელი განიხილა. გონიოელები საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, 7 წლის წინ, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ოქმი, რის შემდეგაც ათეულობით ოჯახს, მიწები ჩამოერთვა.