თავდასხმას ლიბანში „ჰეზბოლა“ გამოეხმაურა

06 ნოემბერი 2023, 10:41 844 ნახვა

სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიერ ავტომობილზე მიტანილი დარტყმის  შედეგად  დაიღუპა 8-დან 14 წლამდე სამი ბავშვი და მათი ბებია. ამის შესახებ ლიბანური დაჯგუფების  ჰეზბოლას წარმომადგენელმა განაცხადა და თავდასხმას მოვლენების საშიში განვითარება უწოდა. მისივე ინფორმაციით,  თავდასხმის დროს დაშავდა დაღუპული სამი ბავშვის დედაც, რომელიც ისრაელის საზღვრის მახლობლად სოფელში ავტომობილით გადაადგილდებოდა.  

ისრაელის არმიასა და ირანის მიერ მხარდაჭერილ მძიმედ შეიარაღებულ ჰეზბოლას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი