ისრაელის პრემიერის მისამართით, არაერთი გამაკრიტიკებელი განცხადება ვრცელდება. გასულ დღეს იერუსალიმში დემონსტრანტები ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან შეიკრიბნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ. მანამდე კი ღაზაში მძევლად აყვანილთა ოჯახის წევრებმა მასშტაბური აქციები დააანონსეს.
პარალელურად თურქეთი ისრაელიდან კონსულტაციებისთვის თავის ელჩს იწვევს, რადგან ისრაელმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს.
სრაელს აკრიტიკებს იორდანიაც, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა, რომ ისრაელის საომარი დანაშაულები უნდა შეწყდეს და დასრულდეს მისი იმუნიტეტი საერთაშორისო სამართლის მიმართ. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ეგვიპტე ვერ მიიღებს ისრაელის ქმედებებს ღაზაში, როგორც ლეგიტიმურ თავდაცვას.