გერმანიაში, ჰამბურგის აეროპორტში შეიარაღებული მამაკაცი აეროპორტის ტერიტორიაზე ავტომობილით შევარდა და ჯებირი გაარღვია, შემდეგ კი ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. მომხდარის გამო აეროპორტი დაკეტილია და ფრენები დროებით გაუქმებული.
საერთაშორისო მედიის ცნობით, 35 წლის კაცი შემთხვევის დროს თავის 4 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.