სასკოლო-საგანმანათლებლო პროგრამებში იურიდიული თემატიკისა და ადამიანის უფლებების სწავლების საკითხები - ამ თემებზე გაიმართა შეხვედრა აჭარის სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგების და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, მათ მართლმსაჯულების სტრუქტურებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებში მოსწავლეთა პრაქტიკული საინფორმაციო ტურების მოწყობის შესახებაც იმსჯელეს.
პროექტს ,,მართლმსაჯულების ნავიგატორი“ - ორგანიზაცია მწვანე სექტორი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.