მელია სააკაშვილს არ ეთანხმება

04 ნოემბერი 2023, 14:50 550 ნახვა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება ღრმავდება. პატიმრობაში მყოფი ლიდერის მოწოდებას ნიკა მელია პასუხობს.

ნიკა მელია წერს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის ბრმა შესრულება „მისი გზა არ არის“ და „მით უმეტეს არ მიიღებს ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა“. ნიკა მელია „უცნაური ტრაექტორიის“ მქონე პოლიტიკოსებში გიორგი ვაშაძეს გულისხმობს.

ცნობისთვის, პარტიიდან სკანდალურად წასული ვაშაძე ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაშია.

მოქმედი მენეჯმენტი, პატიმარი ლიდერის მოწოდების შემდეგ, მელიას გუნდს კარებისკენ კიდევ უფრო თამამად მოუწოდებს. ''ოცნებაში'' კი პროცესებს აკვირდებიან და ამბობენ, რომ ოპონენტები პოლიტიკური აღსასრულის პირას არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში