რამდენიმე საათია საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც დაგეგმილზე გვიან დაიწყო.
საპატრიარქოში შესვლამდე მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს არ დაუკონკრეტებიათ, რა საკითხებზე იმსჯელებენ. მათი განმარტებით, განსახილველი საკითხების შესახებ წინასწარ არასდროს აქვთ ინფორმაცია.
სავარაუდოდ წმინდა სინოდის წევრები მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ, ასევე განიხილავენ მე-10 საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირების წმინდანად შერაცხვის საკითხს.