„ბაიერნი“ გერმანიის თასის გათამაშებიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო 

02 ნოემბერი 2023, 13:44 504 ნახვა

სენსაციით დასრულდა გერმანიის თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩი მიუნხენის „ბაიერნსა და მესამე ლიგის „ზაარბრუკენს“ შორის.

რეკორდმაისტერი მიულერის გოლით იგებდა, თუმცა ორივე ტაიმის დამატებით დროში თითო გოლი გაუშვა და თასის გათამაშებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

მერვედფინალში გავიდა „დორტმუნდი“, რომელმაც „ჰოფენჰაიმს“ 1:0 აჯობა. „ლევერკუზენმა“ 5:2 მოუგო „ზანდჰაუზენს“, „აინტრახტმა“ კი „ვიქტორია კიოლნი“ დაამარცხა - 2:0.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი