გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

02 ნოემბერი 2023, 10:27 447 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას, ზვიად კუპრავას და ბაჩო დოლიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა.

მოსამართლე ნათია ბუსკაძემ ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლემ სამივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

22 სექტემბერს გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ სამი პირი, პარტიის წევრები: ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. ისინი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული. 24 სექტემბერს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში