''ჰამასის'' მძევალთა ოჯახები ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ

01 ნოემბერი 2023, 10:33 450 ნახვა

თელ-ავივში ჰამასის მიერ დატყვევებული ისრაელელი მძევლების ოჯახები შეიკრიბნენ. ისინი შეშფოთებულნი არიან პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაციების გაძლიერების გამო. აქციის მონაწილეებმა ისრაელის ხელისუფლებას  ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

პრემიერ- მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა რამდენიმე მძევლის ოჯახს და შეხვედრის ამსახველ ვიდეოში, რომელიც ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა, პრემიერი ამბობს, რომ მძევლების დაბრუნება სამხედრო მიზნების "განუყოფელი" ნაწილია. ისრაელი ბომბავს ღაზის სექტორს მას შემდეგ, რაც ჰამასი 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელის  არმიის საგუშაგოებს და სოფლებს. 

თავდასხმების შედეგად დაიღუპა ათას 400 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. ჰამასმა 230-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა, მათ შორის არიან ბავშვები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში