აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, უსაფრთხო საცხოვრებელს კიდევ 9 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს.მათ საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიარეს.“ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში, წელს საცხოვრისი თანადაფინანსებით 70 -მა ოჯახმა შეიძინა. სამინისტრო თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახს 40 000 ლარით აფინანსებს. მომავალ წელს პროგრამის ბიუჯეტი 35%-ით იზრდება და იქნება 5 მილიონ ლარზე მეტი.